"შეხედეთ ინტერს, რომელიც იტალიაში დაფრინავს და საოცარ ფეხბურთს თამაშობს. ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ფინალში ყველა ამბობდა, რომ სიტი მარტივად მოიგებდა, მაგრამ ჩვენ ვიცოდით, რომ რთული მეტოქე გვყავდა.
წელს თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა ინტერი სკუდეტოს მოიგებს - ისინი თითოეულ მატჩში 3-4 გოლს იტანენ. ჩემპიონთა ლიგაზე კი ატლეტიკოს სახით ძლიერი მეტოქე დაამარცხა და 1/4 ფინალში გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა.
ამიტომ ნუ უჯერებთ მათ, ვინც სექტემბერში ამბობს, რომ სიტი ყველა ტურნირს მარტივად მოიგებს - ძალიან ძლიერი მეტოქეები გვყავს" - პეპ გვარდიოლა.











