ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, კოპენჰაგენის დამარცხების შემდეგ მანჩესტერს სიტის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"ძალიან კარგი მატჩი იყო, ერთ ტემპში ვითამაშეთ და კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდით, მაგრამ ჯერ არაფერია დასრულებული და საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. მესამე გოლმა კომფორტული უპირატესობა მოგვცა."
"ერთ მომენტში კონცენტრაცია დავკარგეთ და გოლიც გავუშვით, თუმცა, ფეხბურთში ხშირად ხდება ასე. მთავარია, რომ პირველივე ტაიმში მოვახერხეთ საპასუხო გოლის გატანა და წინ გასვლა, რაც უმნიშვნელოვანესი იყო."
"დე ბრუინი დიდებული ფეხბურთელია, საოცარი გოლი გაიტანა და შემდეგ ორი ასისტი გაიფორმა - სწორედ ასე თამაშობენ დიდი ფეხბურთელები დიდ მატჩებში. ახლა მომავალ მატჩზე უნდა ვიფიქროთ და დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ" - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.
მანჩესტერ სიტის და კოპენჰაგენის განმეორებითი მატჩი ინგლისში, 6 მარტს, გაიმართება.
Champions League
გვარდიოლა: "მესამე გოლმა კომფორტული უპირატესობა მოგვცა"









