"ბუნდესლიგის ნაადრევად მოგების შემდეგ, გვარდიოლა დარჩენილ შეხვედრებში აპირებდა რამდენიმე ექსპერიმენტის ჩატარებას და ერთ-ერთი ასეთი ექსპერუმენტი ნოიერის შუახაზში დაყენება იყო. მე კატეგორიულ უარზე ვიყავი, რადგან ჩავთვალე რომ ეს იქნებოდა მეტოქის მიმართ უპატივცემულობა და ერთგვარი ქედმაღლობაც კი.
მიხარია, რომ პეპს გადავაფიქრებინე, რადგან დღემდე მიმაჩნია, რომ აღნიშნული ექსპერიმენტი ზედმეტი იქნებოდა", - განაცხადა ყოფილმა გერმანელმა ფუნქციონერმა.
შეგახსენებთ, ესპანელი ტაქტიკოსი ბავარიულ კლუბში მუშაობდა 2013-2016 წლებში და ამ დროის მანძილზე ის გერმანიის ჩემპიონი 3-ჯერ გახდა.











