მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ თავისი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. ჟურნალისტებს აინტერესებდათ, აპირებს თუ არა სპეციალისტი "ქალაქელებიდან" წასვლას. აღმოჩნდა, რომ ესპანელი სულაც არ ფიქრობს კლუბის გამოცვლაზე, რადგან მას ამ ეტაპზე ყველაფერი აკმაყოფილებს.
"მან სიტიში მაქვს ყველაფერი, რაზეც შეიძლება მწვრთნელმა იოცნებოს. კლუბის ხელმძღვანელობისგან მხარდაჭერას ვგრძნობ. შვიდი წლის განმავლობაში ვიმუშავე არაერთ მოთამაშესთან და საწუწუნო ნამდვილად არაფერი მაქვს. მანჩესტერულ კლუბში იდეალური საფეხბურთო გარემოა", - განაცხადა "ქალაქელების" სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ 53-წლის სპეციალისტი "ლურჯებში" მუშაობს 2016 წლიდან და იმის შემდეგ, მან მოიპოვა პრემიერ ლიგის ხუთი ტიტული და ჩემპიონთა ლიგის თასი. რაც შეეხება ამჟამინდელ სეზონს, ეპლ-ში ჩატარებული 20 მატჩის შემდეგ, ეტიჰადის ბინადრები 43 ქულით არიან მე-3 ადგილზე და ლიდერ ლივერპულს 5 ქულით ჩამორჩებიან.









