წილისყრის დასრულების შემდეგ, მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი გუნდისა და რეალის დაპირისპირება ტრადიციად ჩამოყალიბდა.
"ზედიზედ მესამე წელია ტურნირის მეფეებს ვხვდებით - ეს ტრადიციად ჩამოყალიბდა. მთავარია სწორი მომენტი დავიჭიროთ და რეალთან მატჩებს კარგი განწყობით შევხვდეთ", - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.











