"გვარდიოლას ჰქონდა უნიკალური სტილი, რომლის გამეორებას ყველა ცდილობდა. რასაც ის სთავაზობდა თავისი გუნდის ფეხბურთელებს, სრული ინოვაცია იყო. პეპის სათამაშო ფილოსოფიის დანერგვას ცდილობდნენ როგორც ბუნდესლიგის გუნდებში, ისე გერმანიის ნაკრებშიც კი. სწორედ ამ მომენტში დავუშვით შეცდომა.
ესპანელ მწვრთნელს ზედმეტად ვენდეთ, ისე რომ საკუთარი დნმ-ი დავკარგეთ", - განაცხადა ყოფილმა გერმანელმა ნახევარმცველმა.
შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა 2013-2016 წლებში, როდესაც მანჩესტერ სიტის ამჟამინდელი სპეციალისტი "რეკორდმაისტერში" მუშაობდა. მან გერმანიის ჩემპიონატი ზედიზედ 3-ჯერ მოიგო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოგება 53 წლის ტაქტიკოსმა ვერ მოახერხა.











