"რა თქმა უნდა, ჩვენგან ყველა კიდევ ერთ ტრიუმფს ელის, თუმცა არ დავივიწყოთ არსენალი და ლივერპული. ისინი ფეხბურთს ყველაზე კარგად თამაშობენ და თამაშით ყველას სჯობიან, არ აქვს მნიშვნელობა, იგებენ თუ აგებენ.
ფაქტია, ჩვენ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ და სხვებზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული. თუ დაგეგმილ მატჩებს მოვიგებთ, მიზანიც მიღწეული იქნება", - განაცხადა გვარდიოლამ.
ინგლისის ჩემპიონატში სიტუაცია ასეთია - 22 ტურის შემდეგ, ცხრილს "ლივერპული" 51 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე "მანჩესტერ სიტია" 46 ქულით, თუმცა ქალაქელებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.









