სტუმარმა გუნდმა ფულემის რბევა მე-13 წუთზე დაიწყო. დე ბრუინი-გვარდიოლის გათამაშებული კომბინაცია, ხორვატმა გოლად აქცია და ანგარიში გახსნა 0:1.
მეორე ტაიმში გვარდიოლას გუნდმა კიდევ სამი ბურთის გატანა მოახერხა. თავი ჯერ ფოდენმა გამოიჩინა, შემდეგ კი გვარდიოლმა დუბლის შესრულება მოახერხა. შეხვედრის ბოლოს, 97-ე წუთზე, ალვარესმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა, 0:4.
"ქალაქელებმა" ამ გამარჯვების შემდეგ 85 ქულა მოაგროვეს და არსენალს ორი ქულით გაასწრეს. შეგახსენებთ, რომ არტეტას გუნდს ამ ტურში მანჩესტერ იუნაიტედთან თამაში ელოდება.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა:









