90 წუთის განმავლობაში, სტუმარი გუნდი დიდ უპირატესობას ფლობდა, რაც ბევრ გატანილ გოლშიც აისახა. სიტის მხრიდან საუკეთესო ფილ ფოდენი იყო, რომელიც საოცარ სეზონს ატარებს. ახალგაზრდა ინგლისელმა "თოლიებს" დუბლი შეუსრულა. რაც შეეხება დარჩენილ ორ გოლს, თავი კევინ დე ბრუინმა და ხულიან ალვარესმაც გამოიჩინეს.
მანჩესტერ სიტიმ დაგეგმილი 3 ქულა ჩაიწერა, რითაც ცხრილში დაწინაურდა და არსენალს კიდევ უფრო მიუახლოვდა. "ქალაქელები" არტეტას გუნდს, მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან, თუმცა სიტის ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
რაც შეეხება დე ძერბის გუნდს, ბრაიტონი მე-11 პოზიციაზე იმყოფება და თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ამექს სტედიუმის ბინადარმა, ეს სეზონი ჩააგდო.









