ცნობილი გამოცემა "todomercado" პსჟ-ს ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას ძმის, თორნიკე კვარაცხელიას შესახებ წერს.
მოგეხსენებათ, თორნიკე დინამოს აკადემიის წევრია და საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში წარმატებული მატჩები ჰქონდა.
"2022 წელს, როცა ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის შეუერთდა, ის უცხოპლანეტელს ჰგავდა. კვარამ თავისი ჯადოქრობებით მალევე მოიგო ნაპოლის გულშემატკივრის გული.
კვარაცხელიას სერია ა-ს კლუბთან ხსენება აჟიოტაჟს გამოიწვევს, თუმცა იტალიური კლუბის რადარზე კიდევ ერთი კვარაა - ჩვენ არ ვსაუბრობთ სხვა კვარაზე, ეს ხვიჩას ძმაა, რომელიც ინტერს სურს.
თორნიკე რამდენიმე კვირის წინ 16 წლის გახდა და თამაშის სტილით მის ძმას ძალიან ჰგავს. ჯერ ძალიან ადრეა იმის თქმა, ითამაშებს თუ არა თორნიკე ხვიჩას დონეზე, თუმცა ფაქტია, ის ნიჭიერი და თავის ასაკში გამორჩეულია.
თბილისში ინტერის აკადემიაა, სადაც კვარას ძმა თამაშობდა, ახლა კი ის ნერაძურის სურს, რაშიც მისი გვარი მნიშვნელოვან როლს თამაშობს", - წერს გამოცემა.









