ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის ფარგლებში ლივერპული პარის სენ-ჟერმენს დაუპირისპირდება. ეს დუელი განსაკუთრებული იქნება მერსისაიდელთა ფორვარდისთვის, უგო ეკიტიკესთვის, რომელიც კარიერის სტარტზე სწორედ პსჟ-ში თამაშობდა. ახალგაზრდა ფორვარდმა "ლურჯ-წითლების" შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა.
"დიახ, ვაღიარებ, რომ პარის სენ-ჟერმენში შემეძლო მეტის მიღწევა, თუმცა კლუბსაც შეეძლო რაღაც საკითხებში დახმარების გაწევა. არავინ მითმობდა საკმარის დროს. პსჟ-დან წასვლისას ვფიქრობდი: მსურს დავუმტკიცო მათ, რომ ჩემი ტრანსფერი შეცდომა არ ყოფილა. ვაღიარებ იმასაც, რომ იმ პერიოდმა გამაძლიერა.
არიან ფეხბურთელები, რომლებიც წარმატებას აღწევენ მალევე, თუმცა მე ლოდინი მომიწია. ამ მხრივ ვგავარ ჩემს კუმირს, ბენზემას, ვინც რეალში წლების მანძილზე ჩრდილში რჩებოდა. გავიდა დრო და ქარიმმა ყველას ყველაფერი დაუმტკიცა, ჩემი მიზანიც ეს არის", - განაცხადა ფრანგმა ფორვარდმა.









