უკვე თითქმის ერთი წელია გადაწყვეტილია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ვახტანგ სალია კარიერას პრემიერ ლიგის კლუბ ნიუკასლში გააგრძელებს.
ამ პერიოდის განმავლობაში სალია კვლავ დინამო თბილისის მაისურით თამაშობდა, რამდენიმე დღის წინ კი ნიუკასლს შეუერთდა და ამ გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდა.
"დადგა მომენტი, როდესაც ჩემს მშობლიურ კლუბს უნდა დავემშვიდობო. ეს ადვილი არაა, თუმცა ვიცი, რომ ეს ფეხბურთის ნაწილია და წინ ჩემი კარიერის ახალი ეტაპია.დინამოში დიდი დრო გავატარე - აკადემიის თითქმის ყველა ასაკობრივი გუნდის შემდეგ, პირველი გუნდის ფორმაც მოვირგე და პროფესიონალ ფეხბურთელად სწორედ აქ ჩამოვყალიბდი.
არასდროს დამავიწყდება ჩემი სადებიუტო გოლი, რომელიც ტორპედოს კარში გავიტანე.ყველაფერი რაც ახლა ვიცი ამ კლუბში ვისწავლე, ამიტომ ძალიან მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის ვისაც ამ გზაზე შევხვდი - მწვრთნელების, თანაგუნდელების, ხელძღვანელობის, პერსონალის და გულშემატკივრების.ვიცი, რომ წინ დიდი გზა მელის და მზად ვარ, რომ ყველაფერი გავიღო რათა წარმატებას მივაღწიო. გემშვიდობებით, მაგრამ მჯერა, რომ მომავალში აუცილებლად შევხვდებით.ლურჯ-თეთრი ყოველთვის!", - წერს სალია სოციალურ ქსელში.









