საფეხბურთო სამყაროში არ ცხრება საუბრები აშრაფ ჰაკიმისა და ლუის დიასს შორის მომხდარ ინციდენტზე. შეგახსენებთ, რომ მიუნხენის ბაიერნისა და პარის სენ-ჟერმენის შეხვედრაში კოლუმბიელმა ვინგერმა შეასრულა დუბლი, შემდეგ კი მაროკოელ განაპირა მცველთან უხეშობის გამო, წითელი ბარათი მიიღო.
პსჟ-ს მარჯვენა მცველი ლაზარეთში გაატარებს რვა კვირას, "რეკორდმაისტერის" გარემარბი კი გაძევების გამო ლონდონის არსენალთან შეხვედრას გამოტოვებს. ამ ეპიზოდზე კომენტარი გააკეთა ტონი კროოსმა, რომელმაც ალინც არენას ბინადრების მე-14 ნომერი დაიცვა.
"დიასი წითელ ბარათს არ იმსახურებდა. არბიტრმა უნდა შეაფასოს ფეხბურთელის ქმედება და არა ის შედეგი, რომელიც ამ ქმედების შემდეგ დადგა. არავინ მიაქცევდა ამ ეპიზოდს ყურადღებას ჰაკიმი რომ წამომდგარიყო და თამაში გაეგრძელებინა. ეს იყო უხეში ორთაბრძოლა, მაგრამ არა დარღვევა."









