ბარსელონას ინტერესი ფლიკის მიმართ ახალი ამბავი არაა. მას შემდეგ, რაც ჩავის გუნდიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია პირველად გავრცელდა, გუნდი გერმანელ სპეციალისტს დაუკავშირდა და მოლაპარაკებებიც დაიწყო. შემდეგ ჩავიმ ბარსაში დარჩენა გადაწყვიტა, რის გამოც ფლიკთან ყველანაირი საუბრები შეწყდა. ახლა კი სიტუაცია კიდევ ერთხელ იცვლება - ჩავის გაშვება დღის წესრიგში დგას, ფლიკი კი მოლოდინის რეჟიმშია.
უახლოეს საათებში ლაპორტა საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ ჰანსი ფლიკი ბარსელონას ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება.










