ნახევარფინალში ფრანგულმა Karmine Corp-მა ტაივანურ CTBC Flying Oyster-ს მოუგო, ხოლო კორეულმა Hanwha Life Esports-მა ჩინეთის ჩემპიონ Top Esports-ს სძლია.
ფინალში ფრანგებმა ერთი გეიმის მოგება მოახერხეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, კორეელბმა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე საკმაოდ ადვილად გაიმარჯვეს და ორგანიზაციის არსებობის ისტორიაში პირველი საერთაშორისო ივენთის ტიტული მოიპოვეს.
მსოფლიო ჩემპიონ ჩოი “Zeus” უ-ჯეს ტრანსფერის შემდეგ Hanwha Life Esports-ი კორეის უპირობო #1-ია. გუნდის ლიდერ ჰან “Peanut” ვან-ჰოსთვის ეს სეზონი შესაძლოა ბოლო გამოდგეს – ის 27 წლისაა და მას სავალდებულო სამხედრო სამსახური უწევს.🏆 @HLEOFFICIAL ARE THE #FST2025 CHAMPIONS! 🏆 pic.twitter.com/mFV5nsjv4s
— LoL Esports (@lolesports) March 16, 2025















