მატჩის საუკეთესო მოთამაშე რეკორდმაისტერის ინგლისელი თავდამსხმელი ჰარი კეინი გახდა, რომელმაც 4 გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში კეინმა ერთბაშად 3 რეკორდი დაამყარა.
კეინი გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი მოთამაშე, რომელმაც ლიგის ერთ მატჩში 3 პენალტი გაიტანა.
მას შემდეგ, რაც ტურნირს ჩემპიონთა ლიგა დაერქვა, კეინი პირველი ინგლისელი ფეხბურთელია, რომელმაც ერთ მატჩში 4 გოლი გაიტანა.
ამასთანავე, მან ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში გატანილი გოლებით უიენ რუნის გადაუსწრო და 33 გოლით ინგლისელ ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტი აქვს გატანილი.









