ფორმულა 1-ის 2024 წლის სეზონის დაწყებამდე მერსედესის მრბოლელი, ლუის ჰემილტონი ჟურნალისტებს შეხვდა და ფერარისთან გაფორმებულ კონტრაქტზე ისაუბრა:
"მომავალს მერსედესში ვხედავდი, თუმცა, წლის დასაწყისში ფერარიში გადასვლის შანსი გამოჩნდა და გადავწყვიტე, რომ ახალი გამოწვევა მიმეღო. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება რთული იყო, რადგან მერსედესთან 26-წლიანი ურთიერთობა მაკავშირებს და ერთად დიდებული გზა გავიარეთ."
"ყველა მრბოლელი ფიქრობს, რა გრძნობაა წითელი ბოლიდის მართვა და არც მე ვარ გამონაკლისი. კომპიუტერულ სიმულატორში ყოველთვის შუმახერს ვირჩევდი და ის ფაქტი, რომ ფერარის 2007 წლის შემდეგ არ მოუგია, უფრო დიდ მოტივაციას მაძლევს."
"ფერარის ბაზაზე არასდროს ვყოფილვარ და ეს ლოგიკურია, რადგან მერსედესის პილოტი ვარ, თუმცა გუნდის დირექტორთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ვეცდები იტალიური ენაც ვისწავლო - რამდენიმე ფრაზა უკვე ვიცი."
"ფერარიში ჩემი კარიერა 2025 წელს დაიწყება, მაგრამ ახლა 2024 წელია და ყველა რბოლაში 100%-ით დავიხარჯები კარგი შედეგების დასაფიქსირებლად".
ფორმულა 1-ის 2024 წლის სეზონზე რეკორდული, 24 გრან პრი გაიმართება, ხოლო პირველ რბოლას, 2 მარტს, ბაჰრეინი უმასპინძლებს.
ჰემილტონი: "ის ფაქტი, რომ ფერარის 2007 წლის შემდეგ არ მოუგია, დიდ მოტივაციას მაძლევს"











