მე-7 ტურში სტ.ეტიენი შინ ოსერს დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ სამივე გოლი დავითაშვილის ანგარიშზეა და ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში დავითაშვილის ანგარიშზე 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
საფრანგეთის ჩემპიონატში 7 ტურის შემდეგ სტ.ეტიენს 7 ქულა აქვს და მე-12 პოზიციას იკავებს.









