სერია A-ს მე-14 ტურის ცენტრალური მატჩი სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა ნაპოლისა და იუვენტუსის დაპირისპირება იხილა. 90 წუთის განმავლობაში გუნდებმა ერთმანეთს არაფერი დაუთმეს, თუმცა თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ოდნავ უკეთესი შთაბეჭდილება მაინც მასპინძლებმა დატოვეს.
ანტონიო კონტეს გუნდმა პრინციპული მეტოქე მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და სატურნირო ცხრილში გალიდერდა. "პარტენოპეის" 14 ტურის შემდეგ 31 ქულა აქვს, ხოლო რაც შეეხება იუვენტუსს, ლუჩანო სპალეტის გუნდი 23 ქულით, მე-7 პოზიციაზე დარჩა.
ნაპოლი 2-1 იუვენტუსი
გოლები: 1-0 რასმუს ჰოილუნი 7', 1-1 ქენან ილდიზი 59', 2-1 რასმუს ჰოილუნი 78'.
მატჩის მიმოხილვა









