პრემიერ ლიგის მე-16 ტურის კიდევ ერთი საინტერესო დაპირისპირება ლონდონში გაიმართა, სადაც კრისტალ პალასმა მანჩესტერ სიტის უმასპინძლა. იმის მიუხედავად, რომ "არწივები" ყველასთვის უხერხული მეტოქეები არიან, პეპ გვარდიოლას გუნდმა მეტოქეს საკმაოდ მარტივად მოუგო და უმნიშნელოვანესი 3 ქულაც მოიპოვა.
მორიგი ტოპ პერფორმანსი შემოგვთავაზა ერლინგ ჰოლანდმა, რომელმაც დუბლი შეასრულა და ბომბარდირთა დავაში კიდევ უფრო დაწინაურდა. ნორვეგიელი ფეხბურთელის ანგარიშზე უკვე 17 გატანილი გოლია!
მანჩესტერ სიტიმ ამ გამარჯვებით 34 ქულას მოუყარა თავი და ლიდერ არსენალთან ჩამორჩენა კვლავ 2 ქულამდე შეამცირა. რაც შეეხება კრისტალ პალასს, ოლივერ გლასნერის გუნდი 26 ქულით, მე-5 პოზიციაზე დარჩა.
კრისტალ პალასი 0-3 მანჩესტერ სიტი
გოლები: 0-1 ერლინგ ჰოლანდი 41', 0-2 ფილ ფოდენი 69', 0-3 ერლინგ ჰოლანდი (პენ.) 88'.
სხვა მატჩები:
ვესტ ჰემი 2-3 ასტონ ვილა
ნოტინგემ ფორესტი 3-0 ტოტენჰემი
სანდერლენდი 1-0 ნიუკასლი









