"სამეფო კლუბის" წინააღმდეგ "ქალაქელების" თავდამსხმელს ჩატარებული აქვს ოთხი შეხვედრა, თუმცა როგორც აღვნიშნეთ, უშედეგოდ. "ნერაძურის" კი "ლურჯების" 9-იანი გადაეყარა 2-ჯერ: ერთხელ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მეორედ კი ახლა. გამოსარჩევია ის ფაქტიც, რომ ბოლო მატჩში ის ბურთს სულ რაღაც 14-ჯერ შეეხო.
ბოლოს კი რედ სტარი, რომლის წინააღმდეგ 24 წლის თავდამსხმელს ერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული. ხოსეპ გუარდიოლას გუნდმა იმარჯვა 3:1, თუმცა ჰოლანდის გატანილი ბურთების გარეშე. ეს ყველაფერი ხდებოდა ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ჯგუფურ ეტაპზე. "ვარსკვლავებთან" მე-2 მატჩი ნორვეგიელმა ფორვარდმა ტრავმის გამო გამოტოვა.











