"ქალაქელების" მხრიდან პოკერი შეასრულა ერლინგ ჰოლანდმა, ერთი გოლიც ხულენ ალვარესმა გაიტანა.
ამ დროისთვის ხოსეპ გვარდიოლას გუნდი აგროვებს 82 ქულას და პრემიერ ლიგის ლიდერს, ლონდონის არსენალს, ერთი ქულით ჩამორჩება, თუმცა მიკელ არტეტას გუნდს ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული.











