პრემიერ ლიგის მე-8 ტურის კიდევ ერთი მატჩი ეტიჰად სთედიუმზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა მანჩესტერ სიტისა და ევერტონის დაპირისპირება იხილა. პეპ გვარდიოლას გუნდი ამ შეხვედრას ფავორიტის სტატუსით შეხვდა და როგორც მოსალოდნელი იყო, საკმაოდ მარტივი გამარჯვებაც მოიპოვა.
მორიგი ტოპ პერფორმანსი შემგვთავაზა ერლინგ ჰოლანდმა, რომელმაც კიდევ ერთხელ გაიბრწყინა. ნორვეგიელმა გოლეადორმა ევერტონს ორი გოლი გაუტანა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.
მანჩესტერ სიტიმ ამ გამარჯვების შემდეგ 16 ქულა მოაგროვა და დროებით პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
მანჩესტერ სიტი 2-0 ევერტონი
გოლები: 1-0 ერლინგ ჰოლანდი 58', 2-0 ერლინგ ჰოლანდი 63'.
მატჩის მიმოხილვა
სხვა მატჩები:
ბარნლი 2-0 ლიდს იუნაიტედი
ბრაიტონი 2-1 ნიუკასლი
კრისტალ პალასი 3-3 ბორნმუთი
სანდერლენდი 2-0 ვულვზი









