"ბევრისთვის შეიძლება პროვოკაციულად ჟღერდეს, მაგრამ მაინც ვიტყვი - მე ჰოლანდს ვლაჰოვიჩზე გავცვლიდი. ერლინგს დუშანი არაფრით ჩამოუვარდება, ისიც სრულყოფილი ფორვარდია. განსხვავება ის არის, რომ იუვე სერბს არ უქმნის იმდენ შესაძლებლობასა და მომენტს, რამდენსაც სიტი - ნორვეგიელს.
მის (დუშანის) ხილვას უფრო შემტევ გუნდში ვისურვებდი. დიახ, სეზონის განმავლობაში, ტურინელთა თავდამსხმელიც გაიტანდა მანჩესტერულ გუნდში 50 გოლს. მის შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ, ჯერ კიდევ ფიორედან მოყოლებული", - განაცხადა ფლორენციელთა ლეგენდარულმა კარის დარაჯმა. შეგახსენებთ, "ბებერ ქალბატონში" გადმოსვლის შემდეგ 24 წლის ფორვარდმა 86 მატჩში 35 გოლი გაიტანა.









