"მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია, რომლის თამაშებსაც ხშირად ვუყურებ და ვსწავლობ. მათ გარდა, მიყვარს ნეიმარისა და რონალდინიოს თამაშების ყურება, რადგან მხიარულად და ლამაზად თამაშობდნენ.
მესისთან შედარება? - როგორც ვთქვი, ის საუკეთესოა, მე კი კარიერაში პირველ ნაბიჯებს ვდგამ. ჩემთვის მასთან შედარება დიდი პატივია, თუმცა ვცდილობ საკუთარი ისტორია დავწერო", - განაცხადა იამალმა.
მიმდინარე სეზონში ბარსელონას ლიდერის ანგარიშზე 5 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.










