ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი იურგენ კლინსმანი თანამედროვეობის ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშეებზე - ლამინ იამალზე და ჯამალ მუსიალაზე საინტერესო კომენტარს აკეთებს.
"ჩემი აზრით, ისეთი ტექნიკური ფეხბურთელები, როგორებიც იამალი და მუსიალა არიან, იტალიაში რომ თამაშობდნენ, სერია B-ში იქნებოდნენ.
ამის მიზეზი ისაა, რომ იტალიაში მწვრთნელები მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რომ თამაში არ წააგონ და იქ ტექნიკური ფეხბურთელები არასდროს ჩანან", - განაცხადა კლინსმანმა.
ვეტერანმა გერმანელმა ზემოთხსენებული კომენტარი იტალიის ნაკრების მორიგი კრახის მიზეზად დაასახელა. მოგეხსენებათ, იტალიელები კვლავ მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩნენ.









