- 16 წლის ასაკში ეროვნულ ნაკრებში თამაშობ. როგორი შეგრძნებაა, როცა ასაკობრივ ნაკრებებს ტოვებ და პირდაპირ ეროვნულში გიწევს თამაში?
- ნდობის გამოცხადებითვის მადლობელი ვარ. ჩემთვის აქ ყოფნა შესანიშნავია.
- რას გეუბნებიან ისინი, ვინც შენი თანაგუნდელები იყვნენ ასაკობრივ ნაკრებებში?
- მათთან ერთად მცირე დროის გატარება მომიწია. 15 და 16-წლამდე ნაკრებებში ყველაფერი სხვანაირად იყო, ახლა კი ზრდასრულ ბიჭებთან ერთად მიწევს თამაში. ძალიან დიდი სხვაობაა.

- რას ფიქრობთ ბოლო თვეებზე, იმაზე, თუ როგორ განვითარდა თქვენი კარიერა?
- ყველაფერი კარგად მაქვს გააზრებული, ვცდილობ ამაზე ბევრი არ ვიფიქრო. თუ ბევრს იფიქრებ, პრობლემებიც გაჩნდება.
- შენს მეგობრებზე რას გვეტყოდი, მათზე, ვისთან ერთადაც იზრდებოდი?
- ცოტა უცნაური შეგრძნებაა. მათთან ერთად დიდ დროს ვატარებდი, ერთად ვიზრდებოდით, ვუყურებდით ბარსელონას თამაშებს, ევროპულ ტურნირებს, დავდიოდით სავაჭრო ცენტრებში და ა.შ. ახლა მე აქ ვარ, ისინი კი მე მიყურებენ, რაც ცოტა უცნაური შეგრძნებაა. მაგრამ მათთან ერთად ისევ ვატარებ დიდ დროს, სახლში ხშირად ვარ და მეგობრებს ვნახულობ. ხშირად მათთან ერთად ფეხბურთსაც კი ვთამაშობ ხოლმე.
- ქუჩაში ხალხი გაჩერებს? გცნობენ?
- კი, ეს ხშირად ხდება. "შეხედეთ, ეს ხომ იამალია", ამას ძალიან ხშირად ვისმენ. ამხელა ყურადღება ცოტათი არ მომწონს. როდესაც ძმასთან და დედასთან ერთად ქუჩაში დავდივარ, უცებ ბევრი ხალხი იკრიბება ჩვენ გარშემო, რაც ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის კომფორტული არაა.
- მაგრამ როცა ბურთთან ერთად ხარ, სიმორცხვე ქრება, ასეა?
- კი, როცა ბურთს ვეხები სხვა აღარაფერზე ვფიქრობ, გარდა ფეხბურთის თამაშისა. ამ სპორტის სახეობისგან სიამოვნებას ვიღებ, ბევრი ფიქრი არაა საჭირო, მე იმას ვაკეთებ, რაც მიყვარს.
- მეტროპოლიტანოზე შექმნილ ატმოსფეროზე რას იტყვი? ან კიდევ ნაპოლის წინააღმდეგ შეხვედრაზე?
- მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ვთამაშობდი. ამ დროს უბრალოდ ფეხბურთის თამაშზე უნდა იფიქრო და ყველაფრისგან სიამოვნება უნდა მიიღო. ბარსა არის კლუბი, სადაც ყველა შენზე საუბრობს. მე კი უბრალოდ იმაზე ვფიქრობ, რომ ეს თამაშია და ვცდილობ სიამოვნება მივიღო.

- ოდესმე იმაზე გიფიქრია, რომ შესაძლო 20-წლიანი პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა გექნებოდა?
- დიახ, ამაზე მიფიქრია. ხშირად ჩემს თავს ვეკითხები, რა იქნება როცა 26 წლის ვიქნები? გასახდელში ჩემზე ორჯერ დიდ ფეხბურთელებთან ერთად ვარ. გიუნდოგანი, ლევანდოვსკი, ტერ შტეგენი... ორი წლის წინ მათ ტელევიზორში ვუყურებდი, ახლა კი მათთან ერთად ვთამაშობ. ეს დაუჯერებელია.
- ჩავისთან მუშაობაზე რას იტყოდით?
- მისი დახმარებით ვარ ასეთი წარმატებული. მან მომცა საშუალება მევარჯიშა პირველ გუნდთან ერთად და მისი წყალობით მქონდა დებიუტი. ის ყველა ახალგაზრდას დიდ თავდაჯერებას ანიჭებს.

- სწავლის ამბები როგორ არის?
- ყველაფერი კარგადაა. ლა მასიაში ვარჯიშების შემდეგ გაკვეთილებს ვესწრები. სწავლას და მეცადინეობას ისევ ვაგრძელებ. სანაკრებო შეკრების დროს ონლაინ მაქვს გაკვეთილები.
- როგორ ფიქრობ, ევრო 2024-ზე ითამაშებ?
- ამაზე ბევრს ვფქირობ, თან ტურნირი უკვე მოგვიახლოვდა. ევროპის ჩემპიონატზე თამაში? - ეს სიგიჟე იქნება... წარმოიდგინეთ, რამდენიმე წლის წინ ამ ტურნირს ტელევიზორში ჩემს მეგობრებთან ერთად ვუყურებდი, ახლა კი შანსი მაქვს მონაწილეობა თავად მივიღო.
- რას გააკეთებ თუ 17-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატზე დაგიძახებენ?
- აუცილებლად ვითამაშებ.
- არ გეშინია ის დაგემართოს, რაც პედრის? ტრავმები..?
- ვფიქრობ ეს ინდივიდუალურია. ჯერ კიდევ ბევრი რამე მაქვს გასავლელი. შეიძლება მეც იგივე დამემართოს, მაგრამ ამის გამო თამაშზე უარს არ ვიტყვი. უკან არაფერზე დავიხევ.
- დე ლა ფუენტესთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
- პირველივე დღიდან კარგად მიმიღო. მასთან თავს კომფორტულად ვგრძნობ. უკვე ბევრი რჩევა მომცა, რაც აუცილებლად გამომადგება.

- ჩავიმ თქვა, რომ ლა ლიგის მოგებაზე ოცნება ისევ შეიძლება...
- რა თქმა უნდა, ყველა იმ ტურნირზე სადაც ვთამაშობთ, მხოლოდ და მხოლოდ მოგებაზე უნდა ვიფიქროთ. თუ გამარჯვების შანსი არის, ე.ი. მოგება შესაძლებელია. ბარსელონაში ჩვენ ყველა ტურნირის მოგებაზე შეგვიძლია ოცნება.
- მთავარი კონკრურეტნი რეალ მადრიდია, რომელიც ლიდერობას არ თმობს...
- ჩვენ ბოლომდე საქმეში ვიქნებით. თუ მათ ფეხი დაუცდებათ, ჩვენ ამას გამოვიყენებთ. მათთან ბრძოლას ბოლომდე ვაპირებთ.
- რაზე ოცნებობ?
- ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში, ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღება და შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრება. საოცრება იქნება ესპანეთთან ერთად რომელიმე ტურნირს თუ მოვიგებ...
- ევრო 2024-ის მოგება შეგიძლიათ?
- რა თქმა უნდა. კარგი გუნდი გვყავს და ტურნირამდე კარგად მომზადება შეგვიძლია. ტურნირის მოგება ესპანეთს შეუძლია.