ესპანეთის ლა ლიგის მე-11 ტურში ელ კლასიკო გაიმართა, სადაც რეალმა სანტიაგო ბერნაბეუზე ბარსელონა მიიღო და მეტოქესთან 0:4 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ, კომენტარი კატალონიელთა შემტევმა, ლამინ იამალმა გააკეთა, რომელიც ელ კლასიკოების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი გახდა.
"გვჯერა, რომ მსოფლიოში საუკეთესო გუნდი გვყავს — ბევრი ამბობდა, რომ მხოლოდ საშუალო დონის გუნდებთან ვიგებთ, მაგრამ დღეს მათ პასუხი გავეცით და რეალი თავისივე მოედანზე 4:0 დავამარცხეთ."
"ვფიქრობ, რეალის ფეხბურთელებმა არ იცოდნენ, რომ მარჯვენა ფეხითაც შემიძლია თამაში და სწორედ ეს გამოვიყენე დღეს. ასე უნდა გავაგრძელოთ და ლა ლიგის ჩემპიონები გავხდეთ" — განაცხადა ახალგაზრდა ესპანელმა.
11 მატჩის შემდეგ, ბარსელონას 30 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს, ხოლო რეალი 24 ქულით მეორე ადგილს იკავებს. ჰანსი ფლიკის გუნდი მომდევნო ტურში ესპანიოლს უმასპინძლებს, სამეფო კლუბი კი ვალენსიას ესტუმრება.
La Liga
იამალი: "ვფიქრობ, რეალის ფეხბურთელებმა არ იცოდნენ, რომ მარჯვენა ფეხითაც შემიძლია თამაში"












