ლამინ იამალმა მორიგი რეკორდი დაამყარა. ახალგაზრდა შემტევს კარიერაში დაუგროვდა 100 შეხვედრა და ეს ყველაფერი სულ რაღაც 17 წლისა და შვიდი თვის ასაკში, რაც უნიკალური შედეგია. ესპანელმა ვინგერმა ბარსელონას მთავარ გუნდში მოასწრო 87 მატჩის ჩატარება, ეროვნულ გუნდში კი 17.
"ბლაუგრანას" შემტევმა გადაუსწრო რომელუ ლუკაკუს, რომელიც მის გამოჩენამდე იყო ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც 100 თამაშიან ნიშნულს მიაღწია. ბელგიელი ფორვარდი იმ მომენტისთვის იყო 17 წლისა და 11 თვის, ეს ყველაფერი კი მან ანდერლეხტის შემადგენლობაში მოახერხა.
საინტერესოა, რომ ტოპ 5 ახალგაზრდას შორის არის კატალონიური გუნდის კიდევ ერთი ფეხბურთელი, პაბლო მარტინ გავი, რომელმაც მე-100 შეხვედრა 18 წლისა და 7 თვის ასაკში ჩაატარა. ესპანელი შუახაზელი მე-3 - მე-4 პოზიციებს იური ტილემანსთან იყოფს.
1. ლამინ იამალი - 17 წლის, 7 თვის
2. რომელუ ლუკაკუ - 17 წლის 11 თვის
3. პედრო გავი - 18 წელის, 5 თვის
4. იური ტილემანსი - 18 წლის, 5 თვის
5. უორენ ზაირ-ემერი - 18 წლის, 7 თვის
6. სელესტინ ბაბაიარო - 18 წლის, 7 თვის
7. ჯანლუიჯი დონარუმა - 18 წლის, 9 თვის
8. ნორმან უაითსაიდი - 18 წლის, 9 თვის
9. ჯუდ ბელინგემი - 18 წლის, 10 თვის
10. ბაზილ ბოლი - 18 წლის, 11 თვის











