ესპანეთის ნაკრებს საქართველოსა და თურქეთთან მატჩის წინ ლამინ იამალი გამოაკლდა. ახალგაზრდა გარემარბმა მიიღო ტრავმა, რის გამოც ესპანელი ვინგერი 7-დან - 10 დღემდე იუქმებს. ამ ფაქტზე კომენტარი გააკეთა "ლა როხას" დამრიგებელმა, ლუის დე ლა ფუენტემ.
"იამალის ტრავმით შოკირებული ვარ. მსგავსი სიტუაცია არასდროს ყოფილა ჩემს სამწვრთნელო კარიერაში და არ მგონია, ეს ნორმალური იყოს. ყველა გაოგნებულია. ჩვენამდე არ მოსულა არანაირი ინფორმაცია და დეტალებზე წარმოდგენაც არ გვქონდა. მოულოდნელად მითხრეს, რომ ლამინს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს."
ოფიციალურად დადასტურებულია, რომ ესპანელი გარემარბი "წითლების" ორივე უახლოეს მატჩს გამოტოვებს. შეგახსენებთ, 15 ნოემბერს ესპანეთის ეროვნული გუნდი ესტუმრება "ჯვაროსნებს", 3 დღის შემდეგ კი სევილიაში ბოსფორელებს მიიღებს.









