საერთაშორისო სტატისტიკური კომპანია SCOUTED საინტერესო სტატისიკას გვთავაზობს, რომელიც ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირიდან - ჩემპიონთა ლიგიდანაა მოცეული.
კერძოდ, ბოლო 10 წელიწადში 21-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა შორის მხოლოდ 3 მოთამაშეა, ვისაც ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში 8 და მეტი დარტყმა აქვს შესრულებული.
აქამდე, ამ სტატისტიკის ლიდერები ნიკოლო ტრესოლდი და ხვიჩა კვარაცხელია იყვნენ, ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ნახევარფინალის შემდეგ კი მათ რიგებს ლამინ იამალიც შეუერთდა.
იამალმა ინტერის წინააღმდეგ ერთ მატჩში 9 დარტყმა შეასრულა. ტრესოლდის ბრიუგეს მაისურით მონაკოს წინააღმდეგ 8 დარტყმა აქვს შესრულებული.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, როცა ქართველი ნაპოლიში თამაშობდა და მისი გუნდი რეინჯერსს შეხვდა, ხვიჩა გამორჩეული იყო და შოტლანდიელებს 8-ჯერ დაურტყა, მაგრამ იმ მატჩში არ გაუტანია.









