ეროვნული ლიგის ტურის ცენტრალურ იშეხვედრა თბილისში შედგა, სადაც ერთმანეთს იბერია და გორის დილა დაუპირისპირდნენ.
პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, 67-ე წუთზე ანგარიში ირაკლი სიხარულიძემ გახსნა. იბერიამ ანგარიში შეინარჩუნა, საქმე ბოლომდე მიიყვანა და 1:0 გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ დინამო ბათუმთან ერთად იბერია ერთადერთი კლუბია, რომელსაც მიმდინარე სეზონში ჯერ თამაში არ წაუგია.
გორის დილა მათი უშუალო კონკურენტია, ამ გამარჯვებით დილასთან სხვაობა 7 ქულამდე გაიზარდა. შემდეგ მატჩს გუნდი ასევე უშუალო კონკურენტ დინამო ბათუმთან გამართავს.









