2-თვიანი პაუზის შემდეგ, ეროვნული ლიგის სეზონი განახლდა, რომელიც საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა და ცხრილის ამჟამინდელმა ლიდერმა იბერიამ გახსნა.
იბერია ერთ-ერთ აუტსაიდერ თელავს დაუპირისპირდა და დრამატულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა.
მე-9 წუთზე ანგარიში აგიაკვამ გახსნა. 32-ე წუთზე თელავი 10 კაცით დარჩა, მოედნიდან ტატო ჟივიძე გააძევეს და თითქოს იბერიას ეს თამაში მარტივად უნდა მოეგო, თუმცა ასე არ მოხდა.
ფირუზ გაბიტაშვილმა ანგარიში გაათანაბრა, დადიანმა იბერია კვლავ წინ გაიყვანა, თუმცა ტაიმის მიწურულს ჯადული იობაშვილის გოლით თელავმა წონასწორობა აღადგინა.
85-ე წუთზე მიხეილ ბაშელეიშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა და თელავს მოაგებინა.
ეროვნული ლიგის კიდევ ერთი შეხვედრა სამგურალმსა და კოლხეთს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.









