კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ესტონურ ლევადიასა და საქართველოს ჩემპიონ იბერიას შორის დაძაბული გამოდგა.
იბერიელები პირველ ნახევარში მეტოქეს სჯობდნენ და რამდენიმე რეალური მომენტიც შექმნეს, თუმცა საქმე გოლამდე არ მისულა.
მეორე ნახევარში ლევადია შედარებით გააქტიურდა და მომენტები მათაც ჰქონდათ, რაც გოლით დასრულდა.
მე-80 წუთზე აგირიმ თბილისელთა შეცდომით ისარგებლა, ანგარიში გახსნა და თავის გუნდს მოაგებინა - 1:0.
ამ გუნდების განმეორებითი მატჩი 29 იბლისს, თბილისში გაიმართება.









