ეროვნული ლიგის მე-16 ტურში საკმაოდ საინტერესო და დრამატული შეხვედრები გაიმართა.
ცენტრალური მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე შედგა, სადაც იბერიამ დინამო თბილისს უმასპინძლა, ამირან ძაგანიას ერთადერთი გოლით დაამარცხა და მიმდინარე სეზონში კვლავ დაუმარცხებელია.
საოცარი მატჩი ვიხილეთ გორში სადაც სამგურალი მეტოქეს 2:0 ამარცხებდა და თითქოს კომფორტული უპირატესობაც ჰქონდა, მაგრამ დილამ ძალები მოიკრიბა, ქამბექი შეასრულა და 4:3 გაიმარჯვა.
ტირპედომ ზედიზედ მე-5 გამარჯვება საკუთარ მოედანზე იზეიმა, თუმცა ამ 3 ქულის მოსაპოვებლად დიდი ბრძოლის გადატანა მოუწია.
იონსენმა ანგარიში პენალტით გახსნა, მოისწრაფიშვილმა კი პირველივე ტაიმში გაათანაბრა. ბევრი მცდელობის მიუხედავად, ქუთაისელები გოლს ვერ იტანდნენ, შეხვედრის ბოლო წუთზე კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც იონსენმა გაიტანა და ტორპედომ 2:1 მოიგო.









