პარიზული გუნდის ახალწვეული შემტევი ნამდვილად კარგ ფორმაშია, ისევე როგორც ლიგა 1-ის მთავარი დომინანტის სხვა ვარსკვლავებიც, მაგალითად, ოსმან დემბელე. გასული უღიმღამო სეზონის შემდეგ (42 მატჩი, 6 ბურთი), წელს მან უკვე 21 გოლის შეგდება მოასწრო. ცნობისთვის, "ლურჯ-წითლების" მე-7 ნომერმა თავის პირველ მატჩში ფრანგ ვინგერს ასევე გაატანინა.
საინტერესოა, რომ 23 წლის შემტევის მსგავსად, ბარსელონას ყოფილმა გარემარბმა თავისი სადებიუტო გოლი ლუის ენრიკეს გუნდში ასევე "თავადების" წინააღმდეგ შეაგდო. ეს მოხდა 2023 წლის 24 ნოემბერს, საფრანგეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში და პარკ დე პრენსის ბინადრების მეტოქეები სწორედ "მონეგასკები" იყვნენ.
"თეთრ-წითლებთან" შეხვედრამდე, პარის სენ-ჟერმენის ათიანის ანგარიშზე იყო ოთხი საგოლე გადაცემა, თუმცა ნული გოლი. ის თამაში მისმა გუნდმა მოიგო 5:2, 27 წლის ვინგერმა კი პირველი ბურთის შეგდებით, მშრალი სერია დაასრულა. როგორც ვხედავთ, 1.5 წლის შემდეგ, იგივე რაღაც უკვე კვარამ გააკეთა.











