სერია ა-ს პირველი ტურის დასკვნით მატჩში მილანის ინტერმა საკუთარ კედლებში ტორინო ანგარიშით 5:0 გაანადგურა. მასპინძლების მხრიდან დუბლი გაიფორმა მარკუს ტურამმა, ასევე თითო ბურთი შეაგდეს ლაუტარო მარტინესმა, ალესანდრო ბასტონიმ და ანჟ-იოან ბონიმ.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "ნერაძურის" ახალწვეულმა ფრანგმა თავდამსხმელმა "ხარების" კარი შეცვლაზე შემოსვლიდან ხუთ წუთში აიღო. მეაცას ბინადრები აგროვებენ 3 ქულას და ერთვებიან იტალიის ჩემპიონატის მე-2 ტურზე, რომელშიც მეტოქე საბა გოგლიჩიძის უდინეზე იქნება.
ინტერი 5:0 ტორინო
გოლები: 1:0 ალესანდრო ბასტონი 18', 2:0, 4:0 მარკუს ტურამი 36', 62', 3:0 ლაუტარო მარტინესი 52', 5:0 ანჟ-იოან ბონი









