დღევანდელ ვარჯიშზე, 31 წლის ბელგიელმა იგივე ტრავმა მიიღო - ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. რეალის ოფიციალური ცნობით, ფეხბურთელს მარჯვენა მუხლზე ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. მოსალოდნელია, რომ ბელგიელი სამეფო კლუბს მიმდინარე სეზონში ვეღარ დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ სწორედ მსგავსი ტრავმის გამო გაუცდა რამდენიმე თვე კურტუას.
შეგახსენებთ, რომ ტიბო კურტუა მადრიდის რეალში 2018 წლიდან ასპარეზობს და სამეფო კლუბის მაისურით 230 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ბელგიელ მეკარს რეალთან ერთად ლა ლიგა, კოპა დელ რეი, ესპანეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერ თასის და ფიფას საკლუბო ჩემპიონატი აქვს მოგებული.











