ეს ერთ-ერთი ბოლო შანსია, რომ ჩეხური ფეხბურთი კრიზისიდან შედარებით გამოვიდეს და ჩეხებისთვის ამ მატჩში გამარჯვება აუცილებელია.
LaGazzetta.ge ჩეხეთის ქალაქ ოლომოუცში იმყოფება. იქაურ გაზეთებს გავეცანით, სადაც სწორედ ის მოწოდებებია, რაზეც ზემოთ ვილაპარაკეთ.
"ჩეხეთის ნაკრებს სხვა გზა არ აქვს. შინ აუცილებლად უნდა მოვიგოთ და გულშემატკივრის გული მოვიბრუნოთ", - ამონარიდი ჩეხური გაზეთიდან.

"ამ მნიშვნელოვან მატჩს სოუჩეკის გარეშე ვითამაშებთ. ჩეხეთის ნაკრები სოუჩეკის გარეშე იგივეა, რაც იაპონური რესტორანი სუშის გარეშე, მაგრამ მთავარი მწვრთნელი ივან ჰაშეკი იმედოვნებს, რომ მაინც გაიმარჯვებს"
"საქართველოსთან 1:4 მარცხი კარგი გაკვეთილი იყო, რომ ჰაშეკს ნაკრები გამოეღვიძებინა. ამ მარცხმა ჩეხები სრულიად შეცვალა. საქართველოსთან წაგების შემდეგ, ნაკრები 5 მცველიდან 4 მცველზე გადაეწყო და ამან შედეგი გამოიღო"

"საქართველოსთან მატჩს კაპიტნის გარეშე ვატარებთ. უკვე ცნობილია, რომ ამ შეხვედრაში ნაკრების კაპიტნობას ჰოლესი მოირგებს. საინტერესოა, ჩააბარებს თუ არა გამოცდას ჰოლესი და მისი დაცვის ხაზი საქართველოს ძლიერ შეტევასთან"
"ამ მატჩის წინ ბევრი ნერვიულობაა და ეს ლოგიკურია. საქართველოსთან თამაში ჩეხური ფეხბურთისთვის ბევრ რამეს გადაწყვეტს. ამ თამაშში ჩვენი წარმატების გასაღები დაცვა უნდა იყოს"
ჩეხები საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობასაც ასახელებენ: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კვერკველია, კაშია, დვალი, ლოჩოშვილი, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე.











