მადრიდის რეალის ყოფილმა მცველმა, მარსელო ვიეირამ გაიხსენა მატჩი, რომლის დაწყებამდეც მთელი გუნდი ნერვიულობდა. ასეთი შეხვედრა იყო ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის 2017 წლის ფინალი, რომელშიც "სამეფო კლუბს" ტურინის იუვენტუსი დაუპირისპირდა.
"იუვენტუსთან ფინალის წინ, სადილის დროს საჭმელსაც კი არავინ ჭამდა. იდგა შემაშფოთებელი სიჩუმე, ვნერვიულობდით ყველანი, რონალდუც კი. ვიცოდით, რომ ტურინელები გამოვიდონენ საოცრად მოტივირებულები და მოგებისთვის ყველაფერს გააკეთებდნენ. გვჭირდებოდა გარდატეხა და ეს გარდატეხა კრიშტიანუმ შემოიტანა.
პირველმა ჭამა დაიწყო სწორედ პორტუგალიელმა თავდამსხმელმა, შემდეგ კი უკვე მთელმა გუნდმა. ზეწოლა მოგვეხსნა, "ბიანკონერისაც" მარტივად მოვუგეთ. ლიდერული თვისებები სწორედ ასეთ მომენტებში ვლინდება."









