მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მცველმა, პატრის ევრამ ხერარდ პიკეს შესახებ ისაუბრა. ყოფილმა ფეხბურთელმა გაიხსენა მატჩი, რომელმაც მისი აზრით, ესპანელი უკანახაზელის ინგლისური კარიერა დაასამარა. ყოფილი ფრანგი განაპირა მცველი გულისხმობს "წითელი ეშმაკების" ბოლტონთან წაგებას.
"როდესაც პიკე თამაშობდა მანჩესტერის სარეზერვო გუნდში, მე და ფერდინანდი ვთხოვდით ფერგიუსონს, რომ ის მთავარ გუნდში გადმოეყვანა. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ხერარდი ძალიან კარგი იყო ბურთთან მოქმედებაში და სწორედ ამით მიიპყრო მან ჩემი ყურადღება.
რატომ ვერ ითამაშა ესპანელმა მცველმა იუნაიტედში? სერ ალექსმა არ აპატია მას ბოლტონთან მატჩი, რომელშიც მისი შეცდომის შედეგად ჩვენს კარში გოლი გავიდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, შოტლანდიელმა დამრიგებელმა ბარსელონას მომავალ უკანახაზელს უთხრა, რომ ის "წითელი ეშმაკებისთვის" მზად არ იყო"









