უეინ რუნიმ დაასახელა სამი ფეხბურთელი, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში უნდა გაიფორმოს. ყოფილი ინგლისელი ფორვარდის აზრით, "წითელ ეშმაკებს" სჭირდებათ დავიდ დე ხეა, ვიქტორ ოსიმენი და მარკ გეჰი.
"მინდა, რომ მანჩესტერმა დე ხეა დაიბრუნოს. ის გუნდს ძალიან აკლია და მიმაჩნია, რომ სარგებლის მოტანა მას ჯერ კიდევ შეუძლია. გოლკიპერის პოზიციაში უკვე გავერკვიეთ, ახლა შეტევა, სადაც ჩემი აზრით, იდეალური ვარიანტი ოსიმენი არის. ის უმაღლესი კლასის ფორვარდია, თანაც სატრანსფერო ბაზარზე ხელმისაწვდომი.
რაც შეეხება დაცვას, გეჰი კრისტალ პალასიდან. როგორც ცენტრალურ მცველს, იუნაიტედის თამაშზე მას დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. ასეთია ჩემი 3-ეული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის."









