მილანის ინტერის ყოფილმა მცველმა, ფაბიო კანავარომ ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალზე ისაუბრა. ვეტერანმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ სეზონის მთავარ დაპირისპირებაში ის "ნერაძურის" უქომაგებს. ყოფილ იტალიელ უკანახაზელს სურს, რომ მთავარი საკლუბო ტურნირის თასი კალჩოში დაბრუნდეს.
"როგორც იტალიელს, იმედი მაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ინტერი გახდება. მოწინააღმდეგე არის გუნდი, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს, როგორც შეტევაში, ისე დაცვაშიც. პარის სენ-ჟერმენი ამ მხრივ ბარსას მაგონებს. ამის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ ფავორიტი მაინც მილანური კლუბია.
მინდა, რომ "ნერაძურის" წარმატებაში დიდი როლი ტურამმა შეასრულოს. მას შეტყობინება უკვე გავუგზავნე. იტალიურმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის თასი უნდა დააბრუნოს კალჩოში და იმედი მაქვს, მარკუსი პსჟ-ს გოლს გაუტანს."









