გარი ნევილმა დაასახელა მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი ფეხბურთელი, ვინც მისი აზრით, კლუბში აუცილებლად უნდა დაბრუნდეს. ვეტერანი ინგლისელი უკანახაზელისთვის ასეთი პიროვნება არის ედვინ ვან დერ სარი, რომელიც საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ამსტერდამის აიაქსში გენერალურ დირექტორად მუშაობდა.
"როდესაც მან იუნაიტედი დატოვა ვუდვორდმა, მის შემცვლელად პირველი, ვისზეც ვიფიქრე ვან დერ სარი იყო. არ არის აუცილებელი, რომ ედვინმა მანჩესტერში იმუშაოს კონკრეტულად იმ პოსტზე, რომელზეც ის მოღვაწეობდა აიაქსში, მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, სასარგებლო ყველა რგოლში იქნება.
"წითელმა ეშმაკებმა" დაუშვეს სერიოზული შეცდომა, როდესაც ნიდერლანდელი მენეჯერის დაბრუნებაზე უარი თქვეს. იქნებ, მომავალში მაინც ვიხილოთ ოლდ ტრაფორდზე "მფრინავი ჰოლანდიელი", ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს."









