ლუკა მოდრიჩი მადრიდის რეალიდან გადავიდა მილანში, სადაც მისი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი იქნება. ლეგენდარულ გამთამაშებელს გაახსენეს, თუ როგორ მოუგო "სამეფო კლუბმა" იტალიელი სპეციალისტის გაწვრთნილ ტურინის იუვენტუსს ჩემპიონთა ლიგის 2017 წლის ფინალში.
"2017 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი? ალბათ, ალეგრისთვის ეს ყველაზე სასიამოვნო მოგონება არ არის. მოუთმენლად ველი მასიმილიანოსთან მუშაობის დაწყებას და იმედი მაქვს, ის გაბრაზებული არ იქნება. ძალიან მაინტერესებს, თუ როგორ აპირებს ის ჩემს გამოყენებას.
იტალიელი მწვრთნელის ძლიერი მხარეები? მას აქვს გამარჯვებულის მენტალიტეტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საოცარია, 13 წელი გავატარე ევროპის ყველაზე ტიტულოვან კლუბში, ახლა კი რანგით მე-2 ყველაზე ტიტულოვან კლუბში გადავედი."









