სენტ-ეტიენის გარემარბმა, ზურიკო დავითაშვილმა Tribune Verte-ს ინტერვიუ მისცა. ახალგაზრდა შემტევმა ისაუბრა როგორც საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე, ისე მის ამჟამინდელ კლუბზე, "მწვანეებზე". შეგახსენებთ, ქართველმა ვინგერმა მიმდინარე სეზონში 11 შეხვედრაში 5 ბურთის შეგდება მოასწრო.
"საქართველოს ნაკრები? მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე უკეთესად თამაში გვმართებდა. ეს ჩვენთვის იქნება გაკვეთილი და იმედია, მომდევნო მუნდიალზე მოხვედრას შევძლებთ. ეს ჩვენი ოცნება და უმთავრესი მიზანი არის. ცხადია, ძალებს არც მოახლოებულ შეხვედრებში დავიშურებთ.
რაც შეეხება სენტ-ეტიენს, მინდა დავეხმარო ამ გუნდს ლიგა 1-ში დაბრუნებაში. ამ კლუბის ადგილი სწორედ უმაღლეს დივიზიონში არის. პირადად მე ვცდილობ სტაბილურად ვითამაშო და მომენტები უკეთ გამოვიყენო. ჩემი მიზანია უფრო მეტი ბურთის შეგდება და ასისტის გაკეთება."









