პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მსოფლიო ჩემპიონატის მოგების 2 მთავარი ფავორიტი დაასახელა.
"მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები? - დიდი იმედი მაქვს, ამ ტიტულს წელს ესპანეთი დაეუფლება, თუ არადა, პორტუგალიას ვგულშემატკივრობ", - განაცხადა ენრიკემ.
ესპანეთის ნაკრები H ჯგუფშია, სადაც მათი მეტოქეები საუდის არაბეთი, კაპო ვერდე და ურუგვაი არიან.
რაც შეეხება პორტუგალიას, ისინი K ჯგუფში უზბეკეთთან და კოლუმბიასთან ერთად არიან, მესამე მეტოქე მოგვიანებით გახდება ცნობილი.









