"მბაპემ რეალში თამაში წარმატებით დაიწყო და პირველივე მატჩში გაიტანა გოლი, თუმცა გარეთ მის ირგვლივ მაინც ბევრი ლაპარაკობს. დარწმუნებული ვარ, მბაპე რეალში კიდევ უფრო განვითარდება.
რაც შეეხება ახალ ფეხბურთელს, იმედი მაქვს, რეალის შემდეგი სამიზნე ჰოლანდი იქნება და მას იყიდიან. ის მაღალი დონის მოთამაშეა და კარგი იქნება, თუ რეალში ითამაშებს", - განაცხადა გუტიმ.
ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ეს სეზონიც საოცრად დაიწყო და პრემიერ ლიგის პირველ 4 ტურში 9 გოლი გაიტანა.









