"დღევანდელი მატჩისთვის განსაკუთრებით ვემზადებოდით და დარწმუნებული ვიყავი, რომ გუნდი გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებდა. გვინდოდა, რომ გულშემატკივრებისთვის დასამახსოვრებელი საღამო გვეჩუქებინა და გამოგვივიდა."
"გოლამდე და მის შემდეგაც გვქონდა რეალური მომენტები და შეგვეძლო განმეორებითი მატჩის წინ უფრო დიდი უპირატესობა მოგვეპონებინა. მიუხედავად ამისა, შედეგით მაინც კმაყოფილები ვართ" - განაცხადა რომაული კლუბის კაპიტანმა.
1/8 ფინალის განმეორებით მატჩში ლაციო ბაიერნს 5 მარტს ესტუმრება.









