"შესანიშნავად ვითამაშეთ მოწინააღმდეგესთან, რომელიც ფიზიკური და ტექნიკური თვალსაზრისით ძალიან კარგად მომზადებული იყო. სამწუხაროა, რომ მხოლოდ ერთი ბურთის გატანა შევძელით. ყველაფერი გაირკვევა მადრიდში, სადაც მეორე რაუნდი გველის. ჩემი შეგირდებით კმაყოფილი ვარ, ცუდს ვერაფერს ვიტყვი.
მინდა გამოვარჩიო სანჩესი და არნაუტოვიჩი, რომლებმაც შეხვედრაში გარდატეხა შეიტანეს. მომწონს მათი განწყობა, რომლითაც ისინი მოედანზე შემოდიან. დიახ, მეორე ტაიმი განსაკუთრებით მომეწონა", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა. შეგახსენებთ, საპასუხო მატჩი გაიმართება 13 მარტს, ჩვენი დროით 23:55 საათზე.









